ხობში 75 წლის ქალი მიუსაფარმა ძაღლა დაკბინა. შემთხვვევა დადიანის 240-ში მოხდა. როგორც ადგილობრივები “გურია ნიუსთან” ჰყვებიან, ეს დაკბენის მეოთხე შემთხვევაა.
“პანიკაში ვართ. ეს დაკბენის მეოთხე შემთხვევაა. ვითხოვთ დახმარებას”,-ამბობენ ადგილობრივები.
მოსახლეობას ხობის მერის მოადგილე შეხვდა. როგორც მახარე ჩოკორაია აცხადებს, ქალაქიდან რამდენიმე დღის წინ გაიყვანეს ძაღლები. თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაზე , როდის მოგვარდება პრობლემა, მას ზუსტი პასუხი არა აქვს.
რაც შეეხება დაშავებულ ქალბატონს, მას შრატი მალე გაუკეთდება.
“გურია ნიუსი”თემას კვლავ დაუბრუნდება.