თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე პოლიციის მანქანა ფეხით მოსიარულეს დაეჯახა. ახალგაზრდა მამაკაცი მძიმე დაზიანებებით კლინიკაშია გადაყვანილი. საპარტულო პოლიციის მანქანა კი ამ დრომდე შემთხვევის ადგილზე რჩება. პარალელურად სამართალდამცავები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
თვითმხილველთა განცხადებით, საგამოძიებო სამსახურის მანქანა ახალგაზრდა მამაკაცს გზაზე გადასვლის დროს დაეჯახა.