კორონავირუსის კრიზის პერიოდში, ქვეყნები ნელ-ნელა უკვე ხსნიან კარანტინს, რაც იმას ნიშნავს, რომ რესტორნები და ბარები იხსნება. მათ უნდა იპოვონ მომხმარებლების მისაღებად ახალი და უსაფრთხო გზა, ისე რომ სოციალური დისტანცია იყოს დაცული. დიზაიენერმა კრისტოფ გრენინგონმა საამისოდ საკმაოდ დახვეწილი გზა მოძებნა, კონუსის ფორმის, გამჭირვალე დამცავი ფორმები, რომლებიც ადამიანებს ზემო სხეულს დაიფარავს და კვებაშიც არ შეუშლის ხელს, ასევევ ისინი გასასუფთავებლად, პერსონალისთვისაც მარტვია.
როგორც designboom წერს, გრენინგონის დიზაინით, პირველ ეტაპზე რესტორნები და ბარები იტალიაში და ჰოლანდიაში მოეწყობა.