პიანისტი, აკომპანიატორი ლევან ჩხაიძე სოციალური ქსელის მეშვეობით საქართველოს მთავრობას მიმართავს.
“ძალიან მაინტერესებს მართლა…. ჩემი კოლეგების და არა მარტო მათი, ჩემნაირი ათიათასობით მოქალაქის მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულება – ანუ,მე არ მაღიარებს ქვეყანა,ჩემი ქვეყნის კონსტიტუცია,მხოლოდ იმის გამო,რომ ვიგაცამ ფარატინა ფურცელით არ დაასტურა ჩემი არსებობა და საქმიანობა?!
საქართველოს მთავრობა ძალიან მაინტერესებს მართლა, მე ვარ თუ არა ამ ქვეყნის მოქალაქე.. .ჩვენ, სახელოვნებო სფეროს (და არა მარტო) წარმომადგენლებს გვაღიარებს თუ არა ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია? ან რა პრინციპით დაგვყავით ასე და დაგვტოვეთ თუნდაც იმ ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარების გარეშეც, რომელიც ბუნებრივია 1 თვესაც არ ეყოფოდა არავის?! ასევე ძალიან მაინტერესებს,რას გვიპირებთ ადამიანებს ივნისიდან რომ ბანკები განაახლებენ ვალდებულებებს და კომუნალურ გადასახადებსაც, რომ არავინ დაგვიფარავს..ამ დროს კი საუბარიც არაა ჩემი საქმიანობის აღდგენის პერსპექტივაზე?!
ვიქურდო, ვიყაჩაღო თუ უპერსპექტივოდ სესხების თხოვნით დავიარო ახლობელ-ნათესავები, რომ როგორმე თავი გავიტანო და განახლებული საბანკო ვალდებულებები გადავიხადო?!
ვინმე არის ამ ქვეყანაში,ვინც ფიქრობს ჩვენზე?!“ – წერს ფეისბუქში ლევან ჩხაიძე.