კორონავირუსისგან საქართველოში კიდევ 19 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
ამ დროისთვის საქართველოში კოროავირუსის 713 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 475 გამოჯამრთელდა, 12 კი დაიღუპა.
დღევანდელი მონაცემებით, კოვიდცენტრებში 226 პაციენტი მკურნალობს.