ამერიკის შეერთებულ შტატებში 2 კაშხალი ჩაინგრა. შემთხვევა მიჩიგანში მოხდა.
როგორც BBC იუწყება, ედელვანის და სანფორდის კაშხლების ჩანგრევა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია. მომხდარის გამო 1000-მდე მოსახლის ევაკუაცია მოხდა მიმდებარე ტერიტორიებიდან.
მიდლანდის, დეტროიტის ნაწილი შესაძლოა 2.7 მეტრის სიმაღლის წყლის ქვეშ იყოს.
გუბერნატორმა გრეტჩენ ვიტერმა გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა მიდლენდის ოლქში კაშხლების ჩამონგრევის შემდეგ და თქვა, რომ მიდლენდი, სადაც 40 000-ზე მეტი მოსახლეა, შესაძლოა ხედავს წყლის ისტორიულად მაღალ დონეს.
ეროვნული ამინდის ბიუროს (NWS) განაცხადებით, ეს ” სიცოცხლისთვის საშიში ვითარებაა”.