ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში ამჯერად იმ წერილს აქვეყნებს, რომელიც მას ბებიამ პირველ კურსზე სწავლისას გაუგზავნა.
“ქარს მიქონდა დღეს აქაურობა, ბაღს შევეშვი და სახლში გამოვიძებნე საქმე, დიდი ხნის დაულაგებელი უჯრები ამოვყარე ძველი ფურცლები, წერილები, მისალოცები სურათები დავახარისხე მათ შორის ბებიაჩემის, ასკანიდან 2001 წელს, მაისში გამოგზავნილი წერილი ვიპოვნე.. ნანა ბიცოლასთვის გამოუტანებია ჩანთასთან ერთად. პირველ კურსზე ვსწავლობდი, პატარა ნაწილი მინდა გაგიზიაროთ.
“ადამიანი ისე მოწყობილი, ბებია, რამის კეთება სჭირდება აუცილებლად. ისე უსაქმოდ და უქმად ვერ ძლებს თურმე დიდხანს..
კაცს იმის კეთება მოწონს განსაკუთრებით რაც ეხერხება და გამოსდის.
ამიზა გეხვეწები, მარტო იგი აკეთო რასაც, რომ გულს დუუდოფ, კარგად გამოგივა და არ შეგეზარება..
წახალისდები, გაგიხარდება და გულით, სიხარულით ნაკეთებ საქმეს აუცილებლად შეეტყობა, სხვასაც არ დარჩება შუუმჩნეველი. ისე შენი თავი მყავდეს კარქათ რავარც სიმართლეს ვჩივი.
ჭადისქფილიან ტოპსიკაში 20 კეკალი კვერცხია, ნელათა ამეიღე და მიითვალე… ჭკვით იყაი ნენა.”
მერიკო ბებია არ იყო არც წარმომავლობით არც ოჯახიშვილობით და არ განათლებით სხვა ქალებისგან გამორჩეული…
მისგან მიღებულ სითბოს კი დღემდე ვარიგებ, ვარიგებ, ვარიგებ და არ გათავდა, ჯერ არც არაფერი დაკლებია..“- წერს ზურა შევარდნაძე.