„ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლის გადაწყვეტილებამდე ვფიქრობ ყველაზე სწორი იქნება შევწყვითოთ თემაზე დისკუსია“, – ასეთი შინაარსის სტატუსს პარლამენტარი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„რატომ? _ ერთის მხრივ, ქალის მიმართ ძალადობის ძალიან მგრძობიარე თემაში სავარაუდო მოძალადის მიმართ ჩვენი სიმპატიები გარკვეულწილად სუბიექტურებს გვხდის და ამ განწყობით ნებისმიერი არასწორი განცხადება სტერეოტიპებს, განწყობებს და საზოგადოებაში გავრცელებულ დამახინჯებულ წარმოდგენებს კიდევ უფრო აძლიერებს. მეორეს მხრივ, კი სასწორზე ჩვენი ქვეყნის წარმატებული და ყველასათვის საამაყო სპორტსმენის რეპუტაციაა.
როცა ყველაფერი გაირკვევა? _ ზუსტად გვეცოდინება ამ კონკრეტულ შემთხვევაში სად უნდა ვიდგეთ.
იქამდე? _ გვახსოვდეს რომ ქალთა მიმართ ძალადობა მიუღებელია, თითოეული შესაძლო ძალადობის ფაქტის რომანტიზირება კი პოტენციურ მოძალადისთვის წამახალისებელი! ნიკოლოზ ბასილაშვილო შეუდარებელი სპორტცმენია!
და ბოლოს, ეს ორი ფაქტი ერთმანეთს არ გამორიცხავს“, – წერს ნინო წილოსანი.