ზაფხული მოახლოვდა. ცოტაც და საზღვაო სეზონი დაიწყება.
„ურეკი მაისის წვიმის კორიანტელშია. ზღვაც საკმაოდ აიფოფრა. ეტყობა, მირაჟიდან გამოდის და სეზონის მოახლოებას არა ღელვით, არამედ მღელვარედ ხვდება და ასეც უნდა იყოს. ბუნება ხომ ყოვლის შემცნობია თავისი იდუმალებით“, _ გვწერს “გურია ნიუსის“ მეგობარი ლალი თავართქილაძე და გაზაფხულის გურიის ზღვისპირა კურორტის ფოტოებს გვიგზავნის.