ლანჩხუთში, სოფელ გულიანში 40 წლამდე მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
როგორც გარდაცვლილის თანასოფლელები ამბობენ, შემთხვევა სამი დღის წინ მოხდა. მათი თქმით, ეს ოჯახი გულიანში რუსთავიდან გადმოვიდა საცხოვრებლად.
„ვერაფერს ვიტყვით, კონკრეტულად რა გახდა ამ ფაქტის მიზეზი. ბათუმში იყო და იქედან ჩამოსულმა მამამისის კუთვნილი სანადირო თოფით მოიკლა თავი. როგორც ვიცით, რაღაც ფინანსური პრობლემები ქონდა”, _ ამბობენ ადგილობრივები.