საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი, სხვა ქალაქების მსგავსად ლანჩხუთშიც მოკრძალებულად აღინიშნა.
ტრადიციისამებრ, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ნოე ჟორდანიას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს.
„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას საუკუნის წინ დაედო საფუძველი. ნიშანდობლივია, რომ დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი 14 პირი სწორედ ლანჩხუთიდანაა. მინდა მივულოცო თითოეულ ლანჩხუთელს და სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. გამთლიანება, განვითარებულ და ძლიერ საქართველოში ცხოვრებას გისურვებთ“, _ აღნიშნა ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა.