საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა, კიდევ 20 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.
ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსი სულ 735 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 557 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 3 076 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 300.