ოკუპირებულ ცხინვალში 24 ივნისს ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავი აღინიშნება, ისევე როგორც მოსკოვში. ამის შესახებ არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტის პრეს-სამსახური იტყობინება.
უწყების ცნობით, ბიბილოვმა 24 ივნისს წითელ მოედანზე გასამართ აღლუმზე დასწრების მიწვევა მიიღო რუსეთის პრეზიდენტისგან.
კორონავირუსის პანდემიის გამო გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი მოსკოვში 9 მაისს ვერ ჩატარდა. კრემლის ლიდერმა აღლუმი 24 ივნისისთვის გადაიტანა.