პაკისტანი-ინდოეთის საზრვიდან 4 კილომეტრში მცხოვრები პაკისტანელი კაცი ინდოეთის პრემიერ-მინისტრს, ჯაშუშობის ბრალდებით დაჭერილი მტრედის დაბრუნებას სთხოვს.
როგორც BBC იუწყება, პაკისტანის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები კაცი ამბობს, რომ მტრედი ფესტივალის აღსანიშნავად გაუშვა, თუმცა ფრინველი ინდოეთის სოფლის მოსახლეობამ დაიჭირა.
პოლიციამ თქვა, რომ მტრედს ერთ – ერთ ფეხზე ჰქონდა ბეჭედი, რომელშიც ჩაწერილი იყო კოდი და ამ კოდის გაშიფვრას ცდილბენ.
პაკისტანელი სოფლის მკვიდრის მტკიცებით, კოდი მისი მობილური ტელეფონის ნომერია.