საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „ევროპული საქართველოს” წევრის, ირაკლი აბესაძის კითხვის საპასუხოდ, პარლამენტში განაცხადა, რომ სსიპ-ების და ააიპ-ების ნაწილში ეფექტურობა გასაზრდელია, გასაზრდელია ხელფასებიც, ხალხი კი შესამცირებელია.
„შეიზღუდება თუ არა თქვენს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ების და ააიპ-ების ბიუჯეტები, რომლებიც 1 მილიარდ 200 მილიონ ლარზე მეტ შემოსავალს იღებენ და როგორი ბიუროკრატიული ფლანგვა მიმდინარეობს ამ ორგანიზაციებში, კარგად ვიცით”, – ჰკითხა აბესაძემ პრემიერს.
პრემიერმა ისაუბრა ცვლილებების საჭიროებაზე, თუმცა პრობლემის სისტემურობა გამორიცხა.
„ბიუროკრატიული ხარჯები, სსიპ-ები… სისტემურად ქვეყანაში დღეს ეს პრობლემა არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ძალზე შინაარსობრივად მესაუბრებით…
მარტივი საკითხია: „რეალურად, ბიოროკრატიული ხარჯების შემდგომი შემცირება ამ ქვეყანაში იქნება კონტრპროდუქტიული. სიპების და აიპების ნაწილში ხალხის რაოდენობა პრობლემაა, ასე გიპასუხებთ. რა თქმა უნდა, ეფექტურობა გასაზრდელია, ხელფასებიც გასაზრდელია და ხალხის რაოდენობაც შესამცირებელია”, – აღნიშნა მან.
გახარიას თქმით, საქართველოს, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ბიუროკრატიული ხარჯების თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს ერთ სულ მოსახლეზე.