ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო საპროტესტო აქციები გრძელდება.
როგორც The New York Times იუწყება, თეთრ სახლთან გამართული აქციის გამო უსაფრთხოების სამსახური იძუებული გახდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მიწისქვეშა ბუნკერში ჩაეყვანა.
გამოცემის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ტრამპმა ბუნკერში საათზე მეტი გაატარა.
ვაშინგტონის მერის განცხადებით, საპროტესტო აქციების გამო აშშ-ის დედაქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა, რომელიც 23:00-დან 06:00 საათამდე იმოქმედებს.































































