საქართველოში კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი დაინფიცირდა, 19 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა.
საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 794 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 624 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 2494 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 301.