ვარკეთილში სპეცოპერაცია დასრულდა.
დაკავებულია კაცი, რომელიც საცხოვრებელ კორპუსში, თავის საცხოვრებელ ბინაში იყო გამაგრებული და უმისამართოდ ისროდა.
არსებული ინფორმაციით, კაცი ნასვამი იყო და ასევე მას წარსულში ოჯახის წევრების მიმართ შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი.