“მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილე, ბრალდებული გიორგი რურუა პატიმრობაში რჩება. მოსამართლემ მას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოს სანაცვლოდ არ შეუცვალა.
ცნობისთვის, გიორგი რურუა სამართალდამცველებმა 18 ნოემბერს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.