ევროკომისია რეკომენდაციას უწევს სამოგზაურო შეზღუდვების ნაწილობრივ და თანდათანობით მოხსნას მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის 1 ივლისიდან.
როგორც კომისიაში განაცხადეს, აუცილებელად შეფასდება ამა თუ იმ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და ის, რამდენად მზად არის ამ სახელმწიფოს ჯანდაცვის სისტემა ახალ კორონავირუსთან საბრძოლველად.
”საერთაშორისო მოგზაურობა უმთავრესია ტურიზმისა და ბიზნესისთვის, ოჯახსა და მეგობრებთან დასაკავშირებლად. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველანი ფრთხილად უნდა ვიყოთ, დადგა დრო, რომ მოვემზადოთ შეზღუდვების მოხსნისთვის იმ ქვეყნებთან, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა აკმაყოფილებს ევროკავშირის და სავიზო ოპერაციების განახლებისთვის საჭირო მოთხოვნებს”,_ თქვა ილვა იოჰანსონმა, ევროკავშირის საშინაო საქმეთა კომისარმა.