ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 1-ის დაინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.
„საქართველოში გამოვენილი კორონავირუსის შემთხვევებიდან 3 არის სამედიცინო პერსონალი, 3 არის საკარანტინე სივრციდან, შემოტანილი ანუ იმპორტირებული შემთხვევა, 2 არის უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტში მყოფი პირი, 1-ის დაინფიცირების წყარო დაუდგენელია და მიმდინარეობს კვლევა“,_ განაცხადა ეზუგბაიამ.