წუხელ, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევში. სავარაუდოდ, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და კლდეს შეეჯახა. შემთხვევის დროს მძიმედ დაშავდა 22 წლის ნიკა კალანდაძე. დაშავებული ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.