გურიაში საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტების გაცემის მესამე ეტაპი დაიწყო.
საკვები პროდუქტები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საბავშო ბაღების 1145 აღსაზრდელს ურიგდება.
რაც შეეხება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს, მერიაში ამბობენ, რომ მესამე ეტაპისთვის მზადება დაწყებულია.
„მესამე ეტაპისთვის მზადება უკვე დაწყებულია და მალე მოხდება პროდუქტების დარიგება“,_ გვითხრეს ჩოხატურის მერიის პრესსამსახურში.
რაც შეეხება ოზურგეთის მუნიციპალიტეტს, ა(ა)ი.პ.“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის“ დირექტორის, მაკა ჭყონიას თქმით, მესამე ეტაპის შესახებ ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
„ვერ გეტყვით მესამე ეტაპი როდის დაიწყება. ჯერ არ არის გადაწყვეტილი. პირველი და მეორე ეტაპი გავეცით ბაღებში რეგისტრირებულ ყველა ბავშვზე, 2646 აღსაზრდელზე. როგორც კი იქნება გადაწყვეტილება მიღებული, მივიღებთ შესაბამის ზომებს“,_ გვიპასუხა ჭყონიამ.