Petition.lsg.ge-ზე ახალი პეტიაცია გამოქვეყნდა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მცხოვრები თამო ონიანი მიიჩნევს, რომ კარგი იქნება გომის მთაზე ე.წ. “ღრუბლების გადასახედთან“ საქანელა თუ დაიდგმება.
“ალბათ პეტიციის სათაური ერთი შეხედვით უცნაური ჩანს, მაგრამ თუ კარგად დავფიქრდებით არც ისე. როგორც იცით გომის მთა ცნობილია “ღრუბლების ზღვით”, ჰოდა, ზუსტად მანდ მინდა რომ ერთი პატარა ხის/რკინის კონსტრუქციის საქანელა დაიდგას. რატომ? იმიტომ, რომ იქ ასულ დამსვენებელს და ტურისტებს საშუალება მივცეთ გადაიღონ ვიდეო/ფოტო (ისე როგორც თურქეთში, რიზეს მთებშია ეს შესაძლებელი) განათავსონ შემდეგ ინტერნეტში და ასე კიდევ უფრო ხელი შევუწყოთ კურორტ გომის მთის პოპულარიზაციას.