საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო, სამი ცალი კვერცხი, ორასი გრამი ყველი, ორი კბილი ნიორი, მაიონეზი, პატარა შეკვრა ნედლი ცერეცო.
მომზადება: გავხეხოთ სტაფილო, დავამატოთ გახეხილი მოხარშული კვერცხი, დავახეხოთ ასევე ყველი, ნიორი, მარილი გემოვნებით. ავურიოთ კარგად. ბოლოს მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ცერეცო და ავურიოთ მსუბუქად.
რეცეპტი მოგვაწოდა ჩვენმა მკითხველმა, საუკეთესო კულინარმა მაია ნაკაიძემ