“ძალიან მძიმე მოსასმენია 19 წლის ფეხბურთელის დაღუპვის ამბავი… ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და ახლობლებს.“ – ასე ეხმარეუბა სოციალურ ქსელში სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალებას, რომელსაც ოთხი დღის განმავლობაში ეძებედნენ.
“სამწუხაროდ, კრიმინალურ მენტალიტეტს, ქუჩურ-უბნურ გარჩევებს ახალგაზრდების სიცოცხლე ისევ ეწირება. მნიშვნელოვანია გამოძიება დროულად, ობიექტურად და სრულყოფილად წარიმართოს და ყველამ, ვინც შესაძლოა ფლობდეს ინფორმაციას საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების თაობაზე, ითანამშრომლოს გამოძიებასთან.“ – წერს ნინო ლომჯარია ფეისბუქზე.