ხარაგაულის ა(ა)იპ დასუფთავების და კეთილმოწყობის გაერთიანების დირექტორი თემურ ფურცელაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს:
„სოციალურ ქსელში ხარაგაულის საკრებულოს ფრაქცია “ძალა ერთობაშიას” თავმჯდომარემ თორნიკე ავალიშვილმა ვიდეოკადრები გაავრცელა, სადაც ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის თანამშრომლები სამუშაო საათებში არასამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ამავე ა(ა)იპის ბალანსზე მყოფი მაღალი გამავლობის ავტომობილით ფიქსირდებიან.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის ნიკოლოზ თოფურიძის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ დასუფთავების და კეთილმოწყობის გაერთიანების დირექტორი თემურ ფურცელაძე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა”,_ აცხადებენ მერიაში.