პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ, პრემიერს გახარიას ათეულობით დამადასტურებელი საბუთი გადასცა, იმის შესახებ, რომ მიუხედავად პრემიერის არაერთი განცხადებისა, პანდემიის პერიოდში სესხების კაპიტალიზაციი გადავდების შესახებ, ადამიანებს არა თუ სესხი გადაუვადდათ, პროცენტებზე დამატებით პროცენტი დაერიცხათ.
„რჩება შთაბეჭდილება, რომ ფინანსური ჯგუფები არ სცნობენ არც პრემიერის განცხადებებს და რიგით ადამიანებს, უბრალოდ, დასცინიან.
რადგან, მათ, ვინც სოცილურად დაუცველ ჯგუფებში არიან, მათ, ვისაც 200 და 300- ლარიანი დახმარებები შეეხოთ, ბანკებმა ართუ ვალი გადაუვადეს, დამატებითი პროცენტები დაარიცხეს. არანაირი დათმობები არ შეიმჩნევა ბიზნესებთან მიმართებაშიც. რაც ნიშნავს იმას, რომ ამ პანდემიის დროს, ბანკებმა კიდევ უფრო მეტი მოგება ნახეს.
მე ამ საბუთებს ვუგზავნიდი ეროვნულ ბანკსაც, თუმცა, ფინანსური ჯგუფების განუკითხაობას საზღვარი არ აქვს და შესაბამისად, თქვენი საუბარიც მხოლოდ საუბრად რჩება“, _ მიმართა ჭიჭინაძემ პრემიერ გახარიას.
„15 ივლისამდე, მთავრობას გაქვთ მინიჭებული უფლებამოსილება, რომ დაამკვიდროთ რეგულაციები, რომლებიც, პანდემიასთან ბრძოლასთან არის დაკავშირებული და რადგან ამ ადამიანების ეკონომიკური მდგომარეობა მოითხოვს ასეთ ჩარევას.
რადგან, მათ დაყადაღებული აქვთ ანგარიშები, მათთვის გრძელდება ის წნეხი, რომელიც შემოიტანა ამ პანდემიამ და ჩვენ კი, ადამიანებს ჩვენ არ ვაძლევთ გაცოცხლების საშუალებას“, _ აცხადებს დავით ჭიჭინაძე.