საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-15 პაციენტი მცხეთის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 82 წლის მამაკაცი, საქართველოს მოქალაქეა, რომელიც შემოსული იყო ერთ- ერთი მეზობელი ქვეყნიდან, მძიმე თავიდანვე, მრავლობითი თანმხლები დაავადებებით. უკანასკნელი ორი კვირა იყო ხელოვნურ ვენტილიაციაზე.
ქვეყანაში კორონავირუსი სულ 924 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 785 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა.