FOX NEWS-ის ინფორმაციით, პრინცი ჰარი და უილიამსი შერიგდენ.
ტელეარხის მთავარი რედაქტორი ნიკ ბულინი წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ძმებს შორის ურთიერთობა გაუმჯობესდა, ჰარი და უილიამსი ZOOM-ის მეშვეობით რეგულარულად საუბრობენ.
,,ვფიქრობ, რომ კორონავირუსის კარანტინის დროს ძმები დაფიქრდნენ, რა არის მათთვის რეალურად მნიშვნელოვანი“, _ აცხადებს ნიკ ბულინი
მისივე განცხადებით, ჰარის სამეფო ოჯახიდან წასვლის გამო, უილიამს ხისტი პოზიცია ჰქონდა.
როგორც ცნობილია, ჰარიმ და მეგან მარკლმა 8 იანვარს განაცხადეს, რომ სამეფო ოჯახის მაღალი რანგის წევრების ფინანსური დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად მუშაობას აპირებენ, ცხოვრებას კი კანადაში გააგრძელებენ.
18 იანვარს კი განაცხადეს, რომ სამეფო ტიტულით არ ისარგებლებენ და საჯარო სახსრებს არ მიიღებდნენ. წყვილს აღმატებულობის ტიტული ჩამოერთვათ, თუმცა, სასექსის ჰერცოგად და ჰერცოგენიად დარჩნენ.