მორიელი
ამ კაცს ძალაუფლების სიყვარული სისხლში აქვს გამჯდარი. თუმცა მორიელი ზოდიაქოს მერვე სახლის მმართველია და შესაბამისად, ამ ნიშნით დაბადებული მამაკაცები ძალზე ხშირად აგროვებენ ქონებას სარისკო მაქინაციებისა და ბიზნესგარიგებების მეშვეობით. მორიელი სოციუმის (სხვისი ფულის) მართვის დიდოსტატია.
იგი ასევე შესანიშნავად პოულობს ფინანსურ გამორჩენას სალომბარდო საქმიანობითა და აზარტული თამაშებით. ამგვარი მამაკაცი დიქტატორული თვისებებით, სიამაყით და ნებისყოფის გასაოცარი სიმტკიცითაა დაჯილდოებული.
ქალში ყველაზე მეტად ერთგულების უნარს და სულის სიძლიერეს აფასებს. მის გვერდით შესაძლოა თავი ზოგჯერ დედოფლად, ზოგჯერ კი უუფლებო მონად იგრძნოთ. მორიელს უყვარს ფლობა და მართვა. შესაბამისად, საყვარელ ადამიანებს ზოგჯერ გამიზნულადაც აყენებს ტკივილს, მარტოოდენ იმაში დასარწმუნებლად, რომ ამ უკანასკნელის გრძნობა მის მიმართ გულწრფელია.
გარეგნული თავდაჯერებულობის მიღმა იგი ხშირად მალავს ღალატის ან წარუმატებლობის შიშს, რასაც ფუფუნების საგნებით, ძვირფასი მანქანებით, სასმლითა და ნარკოტიკით ინაზღაურებს.