ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის, ხის ქანდაკება, მის სამშობლოში, სლოვენიაში დაწვეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ინციდენტი ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს, ქალაქ სევნიცაში მოხდა. საქმეს ადგილობრივი პოლიცია იძიებს.
როგორც ცნობილია, იანვარში სლოვენიაში აშშ პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ქანდაკება დააზიანეს.
მელანია ტრამპის ძეგლი 2019 წლის ივლისში დადგეს, რომლის ავტორიც ამერიკელი მხატვარი ბრედა დაუნია.