ძლიერმა წვიმამ ფოთში პრობლემები შექმნა.
როგორც ადგილიდან “გურია ნიუსის”ჟურნალისტი იუწყება,დატბორილია რამდენიმე ცენტრალური ქუჩა, ასევე, წყალმა შეაღწია საცხოვრებელ ეზოებშიც. ამასთან,გადაადგილება უჭირთ როგორც ქვეითად მოსიარულეებს, ისე მსუბუქ ავტომანქანებს.
ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ.
როგორც ფოთის მერიაში განმარტავენ, ყველა სატუმბი სადგური გამართულად მუშაობს.
„რვავე სატუმბი სადგური გამართულად მუშაობს და ქუჩების დატბორვა უხვმა ნალექმა გამოიწვია. ამ წუთებში მობილიზებულია ყველა სამსახური. ყველა სატუმბი სადგური უწყვეტ რეჟიმში მუშაობს,” – აცხადებენ მერიაში.