უამინდობის გამო ფოთის საგამოცდო ცენტში შესვილისას აბიტურიენტებს პრობლემები შეექმნათ.
როგორც etaloni.ge-ს ერთ-ერთმა აბიტურიენტის მშობელმა განუცხადა, მისმა შვილმა და სხვა აბიტურიენტებმა გამოცდაზე „შეცურეს“. მშობლის თქმით, მისი გოგონა ფეხშიშველი და მთლიანად სველი შევიდა ტესტირებაზე.
ასე, რომ აბიტურიენტებს ფაქტობრივად დატბორილ ქუჩაში, წყალში გავლის შემდეგ მოუხდათ ტესტების დასაწერად შესვლა.
ცნობისთვის, ძლიერი წვიმის შედეგად ფოთში ცენტრალური ქუჩები დაიტბორა. სტიქიის გამო, გადაადგილება უჭირდათ, როგორც ქვეითად მოსიარულეებს, ისე მსუბუქ ავტომანქანებს. წყალმა შეაღწია ეზოებშიც.