ოზურგეთში, ავტოსაგზაო ავარიის შედეგად, გურიის სამაშველო სამსახურის უფროსი, პაატა ლომთაძე დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სამაშველო სამსახურის ავტომანქანა და ცემენტმზიდი ერთმანეთს შეეჯახა, რაც ცემენტმზიდის მიზეზით მოხდა.
პაატა ლომთაძე, რომელსაც ფეხის არეში ჰქონდა დაზიანება, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
_ახლა კარგად ვარ, ყველაფერი კარგადაა, ცოტა ხნის შემდეგ გესაუბრებით, _ თქვა „გურია ნიუსთან“ გურიის სამაშველო სამსახურის უფროსმა, პაატა ლომთაძემ.