ტყუპი
კომუნიკაბელური, ყველაზე მოლაპარაკე და აქტიური ნიშანია.
ტყუპს უბრალოდ არ შეუძლია ინფორმაციულ ვაკუუმში გაძლება. შესაბამისად, ჭორაობა და სხვადასხვა ამბის მიღება-გავრცელება მისი საყვარელი საქმიანობაა ყოველთვის.
თუმცა, ჭორების გავრცელებაზე მეტად მას ინფორმაციის გავრცელება და გაცვლა-გამოცვლა მოსწონს.
ამიტომ, თუკი არის კიდეც ენაჭარტალა ტყუპი, მის ამ საქციელს იშვიათად უდევს საფუძვლად ბოროტი განზრახვა.
ის, უბრალოდ, ავრცელებს ინფორმაციას, რომელიც მოიპოვა.