ერთი ადამიანი დაიღუპა და 11 ადამიანი დაშავდა სირიის ალ-ბაბის რეგიონში სამოქალაქო დასახლებებზე განხორციელებული ორი საჰაერო თავდასხმის შედეგად. მომხდარის შესახებ ინფორმაციას Anadolu ავრცელებს.
სირიის სამხედრო ოპოზიციური ჯგუფის ცნობით, თავდასხმა განხორციელდა რუსეთის თვითმფრინავით.
დაშავებულებს შორის ბავშვებიც არიან და ისინი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
როგორც Anadolu იუწყება, თურქულმა ჯარებმა და სირიის ნაციონალურმა არმიამ (SNA) ალ-ბაბი დაშის ტერორისტული ჯგუფისგან 2017 წლის თებერვალში, თურქეთის ოპერაციის ევფრატის ფარის ფარგლებში, გაათავისუფლეს.
ოპერაცია, დაიწყო 2016 წლის აგვისტოში და დასრულდა 2017 წლის მარტში. მისი მიზანი იყო ტერორის არსებობის აღმოსაფხვრა თურქეთის საზღვრის გასწვრივ.