თბილისში წლის ბოლოსთვის ევრო ექვსის ახალი ავტობუსები შემოვა, რომელიც ამ დროისთვის მოძრავ ყვითელ ავტობუსებს სრულად შეიცვლება. ამის შესახებ საქართველოს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„მნიშვნელოვანია, რომ ხელმისაწვდომი იყო ავტობუსების ქსელი. ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯებია უკვე გადადგმული, დაწყებული გვაქვს ავტობუსების პარკის განახლება და წლის ბოლოსთვის არსებული ყვითელ ავტობუსებს სრულად ჩავანაცვლებთ. წლის ბოლოდან გვეყოლება ახალი, ევრო ექვსის ავტობუსები“,- განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, დედაქალაქის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილია, ასევე საცობებისა და ჰაერის დაბინძურების შემცირება.
„ეს შესაძლებელია მოწესრიგდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებით, თუმცა მხოლოდ ეს კომპონენტი ვერ მოაგვარებს არსებული ეკოლოგიურ მდგომარეობას“,– განაცხადა კალაძემ.