სტამბოლში, აია-სოფიას მეჩეთის გახსნის ცერემონია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას Anadolu ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, აია-სოფიასთან ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ღონისძიებას ადგილობრივი და საერთაშორისო მედია აშუქებს.
დღეს აია-სოფიას ტაძარში 86 წლის შემდეგ პირველად, მუსლიმური ღვთიმსახურება შესრულდება.
გამოცემის ინფორმაციით, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ტაძართან 17 ათასი პოლიციელია მობილიზირებული. პარასკევის ლოცვას კი, თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ესწრება.
როგორც ცნობილია, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 10 ივლისს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც სტამბოლში მდებარე აია-სოფიას ტაძარი ოფიციალურად მეჩეთის სტატუსი მიენიჭა.