მოსკოვში ოლიმპიური ჩემპიონი გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო vestnikkavkaza იუწყება, 83 წლის ალექსანდრე ივანიცკი რამდენიმე დღის წინ, ტყეში წავიდა სოკოს შესაგროვებლად და გაუჩინარდა.
მოხალისეებმა და მაშველებმა ალექსანდრე ივანიცკის ცხედარი მდინარეში იპოვეს. მდინარის ნაპირზე კი მობილური ტელეფონი და სხვა პირადი ნივთები.
ივანიცკი ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონი იყო მძიმე წონაში თავისუფალი სტილით ჭიდაობაში.