ვაქცინისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსის(GAVI) კორდინატორების აზრით, კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის ერთი დოზის მაქსმიმალური ღირებულება 40 დოლარს არ უნდა აღემატებოდეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ალიანსის ხელმძღვანელობის წევრზე, სეტ ბერკლიზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, სეტ ბერკლმა უარყო, ევროკავშირის წყაროების ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ თითქოს ალიანსმა განვითარებულ ქვეყნებში პაციენტებისთვის ერთი დოზის ღირებულება 40 დოლარით განსაზღვრა.
მისივე თქმით, ვაქცინის შექმნა ბევრ ქვეყანაში იმდენად ადრეულ ეტაპზეა, რომ საბოლოო განფასებაზე საუბარი ნაადრევია.
,,ციფრების დიაპაზონი გაცილებით ფართოა, ხოლო ევროკავშირში წყაროებმა მაქსიმალური ფასი დაასახელეს. სიმართლე ის არის, რომ არავინ იცის, როგორ იქნება საბოლოო ფასი, ვინაიდან არავის აქვს წარმოდგენა, თუ რომელი ვაქცინა იმუშავებს. თუმცა ვფიქრობ, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის ერთი დოზის მაქსმიმალური ღირებულება 40 დოლარს არ უნდა აღემატებოდეს“, – განაცხადა სეტ ბერკლიზმა.