აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საზოგადოებას, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ჰიგინის წესების დაცვისკენ, სოციალური დისტანციის შესანრჩუნებისკენ და პირბადეების ტარებისკენ მოუწოდებს.
,,ყველას ვურჩევთ, შეინარჩუნონ სოციალური დისტანცია, მკაცრად დაიცვან ჰიგიენის წესები, თავი აარიდონ ხალხმრავალ ადგილებში შეკრებას, დახურული ტიპის ბარებში სიარულს და სადაც საჭიროა, პირბადეები ატარონ“, – განაცხადა ტრამპმა
ასევე პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა წლის ბოლომდე იქნება მზად.
როგორც ცნობილი გახდა, გუშინ ტრამპის გარემოცვის წევრს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველს რობერტ ობრაიენს კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა.