ამერიკის შეერთებული შტატების 23 შტატში სალმონელა გავრცელდა.
როგორც Foxnews ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება, ამ დროისთვის სალმონელათი ინფიცირება 212 ადამიანს დაუდასტურდა.
31 ადამიანი ჰოსპიტალიზირებულია.
ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი აღნიშნას, რომ სპეციფიკური კვების პროდუქტი, სასურსათო მაღაზია ან რესტორნის ქსელი არ არის გამოვლენილი, როგორც ინფექცირების წყარო.
სალმონელას ინფექციის სიმპტომები, როგორც წესი, იწყება ინფიცირებიდან ექვს საათში, თუმცა შეიძლება თუმცა, ზოგიერთ ადამიანს ინფექციის სიმპტომები რამდენიმე კვირის განმავლობაში არ გამოუვლინდეს.
ინფიცირების სიმპტომებია: ღებინება, დიარეა (ეს შეიძლება იყოს სისხლიანი), სიცხე, თავის ტკივილი, კუჭის კრუნჩხვები.
იშვიათ შემთხვევებში, სალმონელათი ინფიცირება შეიძლება ფატალურად დასრულდეს. დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე პირები, 5 წლამდე ასაკის ბავშვები და 65 წელს გადაცილებული ასაკის პირები, უფრო მეტი რისკის ქვეშ არიან ინფიცირების მძიმე სიმპტომების განვითარების.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები ცდილობენ დაადგინონ დაბინძურებული საკვების წყარო და დაავადების გავრცელება შეაჩერონ.