ხაშურში არარეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი საამქრო გამოვლინდა. ამის შესახებ ინორმაციას გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
„მოქალაქეს სახერხი საამქრო, 38 წიწვვანი სახეობის მორი და 2მ3-ზე მეტი ფიცარი საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდა განთავსებული. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სახერხი დანადგარი დალუქეს.
ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიგზავნა“,_ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.