კუს ტბის საბაგირო გზა ერთი დღით მგზავრებს ვერ მოემსახურება.
როგორც სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, კუს ტბის საბაგირო გზა, რეგლამენტით გათვალისწინებული ტექნიკური სამუშაოების გამო, 29 ივლისს მგზავრებს ვერ მოემსახურება.
საბაგირო გზა მუშაობას ჩვეული რეჟიმით 30 ივლისს განაახლებს.