ესპანეთის ნაკრებისა და მადრიდის ,,რეალის“ ყოფილი მეკარე იკერ კასილასი ფეხბურთიდან წავიდა. ამის შესახებ ინფორმაცია ფეხბურთელმა Twitter -ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა
კასილასის გადაწყვეტილების მიზეზი გულის პრობლემები გახდა. ლეგენდარული ესპანელი მეკარე მსოფლიო თასის მფლობელი და ევროპის ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებულია, მის კოლექციაში კი 24 პრესტიჟული ჯილდოა. კარიერის ბოლო წლები ლეგენდარული მეკარე, კასილასმა პორტუგალიურ კლუბ ,,პორტუში“ გაატარა.
იკერ კასილასის ფეხბურთიდან წასვლას, მადრიდის ,,რეალი“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოეხმაურა.
როგორც გავრცელებულ განცხადებაში წერია, 118 წლიანი ისტორიის მანძილზე ,,ბლანკოსი“ ყოველთვის პატივს სცემდა იმ ღირებულებების მატარებელ მოთამაშეებს, როგორიც კასილასი იყო.
,,მადრიდის ხელმძღვანელობას სურს, გამოავლინოს დიდი პატივისცემა და სიყვარული მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდის, იკერ კასილასის მიმართ, რომელმაც ოფიციალურად დაადასტურა საფეხბურთო კარიერის დასრულება.
118 წლიანი ისტორიის მანძილზე ,,ბლანკოსი“ ყოველთვის პატივს სცემდა იმ ღირებულებების მატარებელ მოთამაშეებს, როგორიც კასილასი იყო.
იკერმა ,,ბლანკოსის“ მაისურით 15 სეზონი ჩაატარა, მის ანგარიშზე 725 ჩატარებული მატჩი და 19 ტიტულია.
კასილასი ,,რეალს“ ეკუთვნის და ასე იქნება მუდამ.
ჰალა იკერ!!!“ – წერია მადრიდის ,,რეალის“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.