გუშინ, ბახმაროში ჭენების დროს ცხენს გული გაუსკდა და მოკვდა. როგორც “გურია ნიუსს” ატყობინებენ, მხედარი 17 წლის ქობულეთელი გოგონა იყო, რომელიც დაზიანებებით ჩოხატაურში, მედალფას კლინიკაში გადაიყვანეს.
ჩვენ დავუკავშირდით მედალფას ჩოხატაურის კლინიკის დირექტორს, ანტონ ხუნდაძეს.
ხუნდაძის თქმით, გოგონა კლინიკაში შეიყვანეს ტვინის შერყევის ნიშნებით, მაგრამ პატრონის სურვილით, რადგან ქობულეთის მცხობრებლები არიან, გადაიყვანეს ქობულეთში. გოგონას რამე ძლიერი, სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნებოდა.