მექსიკის ყოფილ პრეზიდენტს კორუფციასა და მექრთამეობაში ადანაშაულებენ.
როგორც BBC იუწყება, პენია ნიეტოს, რომელსა 2012-18 წლებში ეკავა პრეზიდენტის პოსტი, ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.
გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილ პრეზიდენტს სახელმწიფო ენერგეტიკული ფირმის ყოფილი ხელმძღვანელი, ემილიო ლოზოია, ადანაშაულებს მილიონობით დოლარის ქრთამის აღებაში და დეპუტატების მოსყიდვაში.
ლოზოია ესპანეთიდან ექსტრადირდა გასულ თვეში. მას ბრაზილიის სამშენებლო გიგანტ ოდებრეხტთან დაკავშირებით კორუფციულ საქმიანობაში ადანაშაულებენ.