გორში 17-წლის გოგო მოიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაციას ქალთა უფლებადაცვითი ორგანიზაცია ,,საფარის” ხელმძღვანელი, ბაია პატარაია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი გოგონა ოჯახის შექმნის მიზნით გაიტაცეს.
„გუშინ გორში მოიტაცეს 17 წლის გოგო. პოლიცია მშობლებს ეუბნება: “რას ნერვიულობთ, შვილი გაგიბედნიერდათო.”
სასოწარკვეთილი მშობლები რეკავენ ყველგან: ჩვენთან, გენ.ინსპექციაში, პოლიციაში ხომ სხედან და სხედან და ასევე ითხოვენ მედიის ჩართვას.
ამ ამბავს ასე არ დავტოვებთ!
არც ერთ გოგოს არ დაგითმობთ გამტაცებლებს!“- წერს პატარაია.