იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტების მისაღებად მზადაა.
“მინდა მივულოცო ყველა ახალბედა სტუდენტს წარმატება და განსაკუთრებით მათ, ვინც არჩევანი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტზე შეაჩერა, მათთვის ნამდვილად ახალი ერა იწყება და ახალი ერა იწყება ქუთაისისთვის საგანმანათლებლო სფეროში. ეს ძალიან დიდი მნიშვნელობის პროექტია არამარტო ქუთაისისთვის, არამედ მთლიანად იმერეთისთვის და ჩვენ გვაქვს პრეტენზია, ქუთაისი გახდეს იმერეთსა და საქართველოში საგანმანათლებლო ჰაბი“,_ განაცხადა შალამბერიძემ.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, უნივერსიტეტს 1000 სტუდენტის მისაღებად არის მზად და ამ დღეებში გაირკვევა ზუსტად რამდენი სტუდენტი ისწავლის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში.